სწავლა-არის ინფორმაციის აღქმის, ჩაწერის, დამახსოვრების და გამოყენების პროცესი. სწავლა დამოკიდებულია ადამიანზე და ეს არის უნარი, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ.
როგორ ვითარდება სწავლის პროცესი ?
სწავლის პროცესს კავშირი აქვს გრძნობის ორგანოებს შორის, ამას ეხება მოკლევადიანი მეხსირება და გრძელვადიანი მეხსიერება. მოკლევადიან მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია მალე ავიწყდება, ხოლო გრძელვადიან მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია არ ავიწყდება.
რა არის სწავლის სტრატეგია ?
სწავლის
სტრატეგიები
სწავლის
რეალიზაციის
გზებია.
მიზანია
მოსწავლეს
აფექტურ
მდგომარეობაზე გავლენის
მოხდენა
მისი ახალი ინფორმაციის შერჩევის, მოპოვების, ორგანიზებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა. სწავლის სტრატეგიები აიოლებს ახალმიღებული ინფორმაციის აღქმას, გადამუშავებას და გონებაში შენახვას. სწავლის ეფექტური სტრატეგიებია: ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, შეჯამება და დასკვნის გამოტანა, ჩანაწერების გაკეთება, სამუშაოს განაწილება-დაგეგმვა.
დასკვნით შეიძლება ვთქვათ, რომ სწავლის სტრატეგია ერთი მედლის ორი მხარეა. თუ აირჩევს სწორ სტრატეგიას გახდები წარმატებული ხოლო თუ აირჩევ არასწორ სტრატეგიას გახდები წარუმატებელი.
სწავლის სტრატეგიები რაში გვეხმარება ?
- ზრდის მოსწავლის ეფექტურობას სწავლაში.
- აძლევს მოსწავლის დამოუკიდებლად სწავლის
უნარს.
- ეხმარება მოსწავლეს ისწავლოს ნებით
და სურვილით.
- საფუძველს უყრის მოსწავლის შემდგომ სწავლას.
გამეორება რატომ არის მნიშვნელოვანი ?
- ამცირებს ნასწავლი ინფორმაციის დავიწყების სიჩქარეს.
- ნასწავლი განმტკიცებულია გამეორებით.
- ხდება მყარი სწავლა
- გამეორებით მოსწავლე იმეორებს იმას, რაც კარგად ისწავლა და რაც არ ისწავლა გაკვეთილზე
- როდესაც ყოველთვის იმეორებ ეს გვიადვილებს ჩვენს საქმეს, რომ მომავალში წარმატებულად ჩავაბაროთ გამოცდები.
კვლევის შედეგი
კითხვარი:იხილეთ აქ
სწავლის სტრატეგიების შესახებ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. კვლევის შედაგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტების 48.7% გამეორების მეთოდს იყენებს ეფექტური სწავლისთვის, ხოლო 43.6% თვლის, რომ ჩანაწერების გაკეთება უფრო ეფექტურია, მონაწილეებიდან 30.8% ადამიანი ფიქრობს, რომ გამეორება საუკეთესო გზაა ეფექტური სწავლისთვის, გარდა ამისა მონაწილეებს განსხვავებული მეთოდებიც აქვთ სწავლისთვის. როგორც ყველამ ვიცით გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლისთვის. რესპოდენტების 94.9% ფიქრობს წყნარ გარემოში უფრო კარგად სწავლობენ, მაგრამ 5.1% ადამიანის აზრით, ხმაურ გარემოშიც სწავლა შესაძლებელია. ასევე კონცენტარციისთვისაც ცყნარი ოთახი აუცილებელია, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს მუსიკის მოსმენა უფრო ეფექტურია კონცენტრაციისთვის. ჩვენ რესპოდენტების დავუსვით ასეთი კითხვა უზიარებთ თუ არა თქვენ ნასწავლს სხვებს? მივიღეთ ძალიან საინტერესო პასუხები. მონაწილეების 51.3% ყოველთვის უზიარებს საკუთარ ცოდნას და ეხმარება სხვას, 33.3% ზოგჯერ უზიარებს, მაგრამ მონაწილეების 7.7% იშვიათად და არსდროს არ უზიარებს. როგორც იცით სწავლის დროც ძალიან მნიშვნელოვანია. რესპოდენტების უმრავლესობას
საღამოს სწავლობენ და მონაწილეების 7.7% 4საათს უთმობს სწავლას, 5.1% ადამიანი 2-3 საათს უთმობს, კიდვ განსხვავებული აზრებიც არსებობს. რესპოდენტებმა შეაფასეს დღევანდელი სწავლის სისტემა 23.1% აზრით დღევანდელი სწავლის სისტემას 8 ქულა ეკუთვნის, 12.8% 10 ქულით აფასებს, 10.3% 6 ქულა. რესპოდენტების 66.7% ის აზრით ჯგუფური მუშაობა ნაყოფიაერია, ხოლო 33.3% ფიქრობს მარტო სწავლა ჯობია.
მონაწილეების 89.7% ფიქრობს სწავლის სწორი სტრატეგია მოქმედებს ჩვენს სწავლაზე, მაგრამ 10.3% ფიქრობს, რომ არ მოქმედებს.
იმედია, ჩვენი პროექტის მეშვეობით მოსწავლები, სტუდენტები და ნებისმიერი ასაკის ადამიანი უფრო ეფექტურად ისწავლის.
კვლევის შედეგად, რესპოდენტების უმრავლესობა გამეორების მეთოდს იყენებს, ასევე წყნარ გარემოში სწავლა უფრო ეფექტურია ფოკუსირევისთვის, ვნახეთ, რომ მოსწავლეების და სტუდენტების უმრავლესობა უზიარებს საკუთარ ნასწავლს მეგობრებს და მათ ეხმარება, კითხვარში მონაწილეების უმრავლესობა 8 ქულას აძლევს დღევანდელ სწავლის სისტემას, ასევე ჯგუფური მუშაობაც მოქმედებს სწავლაზე და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ადამიანების ძირითად ნაწილი ფიქრობს, რომ სწავლის სტრატეგიები ძალიან მნიშვნელოვანია შედეგიანი სწავლისთვის.
No comments:
Post a Comment