მიზეზები, რის გამოც ვერ სწავლობენ ბავშვები :
1. კონცენტრაციის ნაკლებობა
ბავშვებს უჭირს ყურადღება მაშინ, როდესაც ისინი არიან მიჩვეულის გარდა სხვა გარემოში. ერთ-ერთი ფაქტორიცაა, როდესაც ბავშვი ბრუნდება არდადაგებიდან და ზარმაცი ხდება ესეც მოქმედებს მის კონცენტრაციაზე. ბავშვი, როდესაც დიდი ხანია არ უსწავლია მის ტვინს უჭირს ყურადღება და უფრო ადვილად იფანდება მისი ფიქრები.
2. მოტივაციის ნაკლებობა
მოტივაციის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემები. ბავშვს შეიძლება არ ესმოდეს რატომ არის სკოლაში, რატომ უნდა ისწავლოს. მოტივაციის ნაკლებობის მიზეზებია: სტრესი, არასწორი მიზნის შერჩევა, წარუმატებლობის შიში, თავდაუჯერებლობა და ა.შ.
3.არასწორი სწავლის სტრატეგია
სხვადასხვა მოსწავლეს სწავლის განსხვავებული სტილი აქვს : ზოგი ნახვით უკეთესად სწავლობს, ზოგი მოსმენით, ზოგი ვარჯიშით. თუ ბავშვი აირჩევს არასწორ სწავლის სტრატეგიას ვერ ისწავლის ეფექტურად და ასეთი შემთხვევაში ბავშვი დაკარგავს ყურადღებას და გაუჭირდება გაგება.
4. პროკრასტინაცია
არის მნიშვნელოვანი საქმეების ბოლოსთვის მოტოვების ჩვევა და დღეს მოსწავლეების, სტუდენტების ნებისმიერი ასაკის ადამიანის 95% ახასიათებს ზოგს მეტად აქვს ეს, ზოგს ნაკლებად. პროკრასტინაცია სიზარმაცისგან იმით განსხვავდება იმით, რომ პროკრასტინაცია აქტიური პროცესია ნებისმიერ დროს აქვს ადამიანს, მაგრამ სიზარმაცე ხშირად არ აქვს ადამიანს რაღაც პერიოდია და შემდეგ, გაივლის ეს სიზარმაცე და აღარ ექნება, მაგრამ პროკრასტინაცია ასე არ არის ყოველთვის ჩვენთან არის.
პროკრასტინაციის ყველაზე ხშირი მიზეზი სამუშაოს, დავალებების ცუდად ორგანიზებაა.
5.თვითმოტივაცია
გულისხმობს საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვას. მოტივაცია ფსიქოლოგიაში ფიზიკური და ფსიქიკურ აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემის და მართვის პროცეს ეწოდება.
თვითმოტივაცია არის ცეცხლოვანი გასაღები ადამიანისთვის, რომელიც ეხმარება ადამიანს დაასრულოს ის რაც დაიწყო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მოტივაციის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ.
6.მეტაკოგნიცია
არის უმაღლესი დონის აზროვნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რაღაც პროცესები და შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს გასაუმჯოსებლად. რაც უფრო მაღალია მეტაკოგნიციური აზროვნება მოსწავლეებში და სტუდენტებში, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი.მეტაკოგნიცია გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების და გამოყენებას. კოგნიტური დიაგრამის მიხედვით ბავშვი:
- კარგად იგებს მიღებულ ინფორმაციას
- ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას
- ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას
პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია ბავშვებს ვაჩვენოთ სწავლის რომელი სტრატეგია სწორია და რომელი არასწორია. პროექტის შედეგად ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ ის სტრატეგია, რომელიც მას დაეხმარება კარგად სწავლისთვის. დღეს ყველა ბავშვმა უნდა მიიღოს განათლება სწორი გზით ანუ მეთოდებით.
-ეფექტური სწავლისთვის რჩევები:
ნასწავლის გამეორება.
დროის კარგი განაწილება.
სწორი ძილის რეჟიმი.
წყნარი გარემო.
გაკვეთილებზე აქტიურიბა.
No comments:
Post a Comment